თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა

09.07.2022
2022 წლის 9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი და ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. სამაგისტრო ნაშრომების დაცვაზე თემები წარადგინეს სტუდენტებმა, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო სასწავლო კომპონენტი შესრულებული ჰქონდათ. ქართველ სტუდენტებთან ერთად, დაცვაზე წარსდგნენ პროგრამის უცხოელი სტუდენტები უკრაინიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან. 

თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი ულოცავს ყველა მის სტუდენტს სამაგისტრო ნაშრომების წარმატებით დაცვას.  
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012