ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული აკრედიტაციის აღსანიშნავი ღონისძიება

11.07.2022
2022 წლის 11 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა მე-14 გამოსაშვები ცერემონია და, ასევე, ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული რე/აკრედიტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო კონრად ადენაურის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი ბატონი შტეფან მალერიუსი. სწორედ, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის პრესტიჟული სტიპენდიები გადაეცათ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის ოცამდე სტუდენტს, რაც სწვალის სრულ დაფინანსებასა და ყოველთვიურ სოლიდურ სტიპენდიას მოიცავს. ქართველ სტუდენტებთან ერთად წელს სამაგისტრო პროგრამა დაასრულეს უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეებმა. 

ღონისძიება თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, კონრად ადენაურის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა შტეფან მალერიუსმა და ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა - დანიელა ურსემ, ვასილ კაჭარავამ და თამაზ ზუბიაშვილმა. კურსდამთავრებულებს თსუ-ის რექტორმა და კონრად ადენაურის სახელობის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა სწავლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სიმბოლური სერტიფიკატები გადასცეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო და გაჟღერდა უკრაინის ეროვნული ჰიმნი თსუ-ის კაპელას შესრულებით. სიმბოლურია, რომ პროგრამის წლევანდელი წარმატებული კურსდამთავრებულებიდან ერთ-ერთი - ელიზავეტა კოჩეკოვა უკრაინის მოქალაქეა და, სწორედ, მან წარმოთქვა სიტყვა კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე. ღონისძებას ესწრებოდა საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ქალბატონი ტეტიანა კოლოტილოვა

ღონისძიება, ტარდიციულად, ქუდების აყრით დასრულდა.  

<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012