დაწყებულია მიღება ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთათვის

15.07.2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვან ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე დაწყებულია საბუთების მიღება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე კანდიდატებისთვის. 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების უფლება აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს (იურიდიული, სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები), მისაღებ გამოცდებზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში. 

მისაღები გამოცდები მოიცავს:

1. ინგლისური ენის გამოცდა - B2 დონე (ზეპირი და წერითი)
2. გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი)
3. გასაუბრება

ჩაბარების მსურველებმა საბუთები უნდა წარადგინონ თსუ-ის ცენტრალურ კანცელარიაში,  არაუგვიანეს 31 ივლისისა. 
მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. N1,  თსუ-ის პირველი აკდემიური კორპუსი, პირველი სართული. 


წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

1. განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;
2. დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის უსდ-ის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია მათი ქართულენოვანი თარგმანები);
3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის ასლი ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
4. ინგლისური ენის B2 ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის(FCE, TOEFL, IELTS)/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი.



დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: helpdesk.ies@tsu.ge, +995 595770110
<< უკან დაბრუნება
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012