16/ივნისი/2022
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტმა 2022 წლის 14-15 ივნისს ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს/Jean Monnet პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ (EUSTBA) მეორე ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია ეძღვნებოდა ევროპისმცოდნეობის სწავლისა და სწავლების მეთოდებს, რომელიც დაფუძნებული იყო ამავე თემაზე თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ეთერ ღვინერიას მიერ  პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ვორქშოპზე.  
14/ივნისი/2022
ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მმართველობაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და ლატვიის ვიდძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა, 2022 წლიდან განხორციელდება. პროგრამის კურსდამთავრებულებს ორივე უნივერსიტეტის დიპლომები გადაეცემათ. ეს თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ დანერგილი მეორე ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაა. 
09/მაისი/2022
ევროპის დღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილნიუსის უნივერსიტეტის დელეგაციის და დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით აღინიშნა. ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპისმცოდნეობასა და ევროკავშირის სამართალში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა, 2022 წლიდან განხორციელდება. პროგრამის კურსდამთავრებულებს ორივე უნივერსიტეტის დიპლომები გადაეცემათ. 
07/მაისი/2022
2022 წლის 9 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვილნიუსის უნივერსიტეტთან (ლიეტუვის რესპუბლიკა) თანამშრომლობით ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება 12:30 საათზე დაიწყება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის მუზეუმში ჩატარდება, რომელიც, სიმბოლურად, ევროპის დღეს მიეძღვნება. 
 
შემოგვიერთდით    
 
 
 
სიახლეების არქივი | კურსდამთავრებულები და დონორები | გალერეა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი © 2012